მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კორონავირუსის 1 256 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1605769314
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 697  დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

✔️თბილისი 1 256

✔️აჭარა 664

✔️ქვემო ქართლი 243

✔️იმერეთი 538

✔️შიდა ქართლი 175

✔️გურია 127

✔️სამეგრელო-ზემო სვანეთი 304

✔️კახეთი 238

✔️მცხეთა 91

✔️სამცხე-ჯავახეთი 55

✔️რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 6

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -

2 689, აჭარაში - 928, იმერეთში - 1 185. მძიმე პაციენტი გვყავს 869, მათ შორის, თბილისში - 423, აჭარაში - 145, იმერეთში - 190. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 115, იმერეთში - 37. 3 518 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 679 - აჭარაში, 1 203 - თბილისში, ხოლო 322 - იმერეთში. 8 985 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში -1 133, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 16 296 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 10 765 პირი, აჭარაში - 18 066, იმერეთში - 5 236“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 რამდენი ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს - 19 ნოემბრის სტატისტიკა

👉 როგორია კოვიდინფიცირებული თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

👉 კორონავირუსის სიახლეები - მუდმივად განახლებადი ინფორმაციები