მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კორონავირუსის 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა

European Best Destinations საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს და მოგზაურობის მოყვარულებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
1603869738
COVID-19

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია:

✔️თბილისი 636

✔️აჭარა 333

✔️ქვემო ქართლი 121

✔️იმერეთი 320

✔️შიდა ქართლი 76

✔️გურია 18

✔️სამეგრელო-ზემო სვანეთი 119

✔️კახეთი 45

✔️მცხეთა 9

✔️სამცხე-ჯავახეთი 39

✔️რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 15

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 7, ხოლო იმერეთში - 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.

ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 750. 4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 012, აჭარაში - 673. მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში - 267, აჭარაში - 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი - მათ შორის, თბილისში - 67, აჭარაში - 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 - აჭარაში, ხოლო 1 250 - თბილისში; 12 384 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 507 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 726, აჭარაში-1 788. სულ 6-27 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 390 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, საიდანაც თბილისში - 3 283 პირი, აჭარაში - 11 793, იმერეთში - 4 072.

ეს გახლავთ სტატისტიკური მონაცემები ამ ეტაპისთვის, რომელიც ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 საქართველოში კორონავირუსისგან 2 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა