26 ოქტომბერს კლინიკა „ჯერარსში“ 32 წლის კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კლინიკის მენეჯერმა დაუდასტურა.
მისი თქმით, 32 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა.
„გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსისგან გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ანთება გახდა“, - აღნიშნა მარიკა ხუციშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ჭარბი წონა აწუხებდა, გარდაცვალების მიზეზი კი „კოვიდ-19“ გახდა.
🔊 ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გარდაიცვალა.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇