მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება - ახალი შემთხვევების სტატისტიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის შესახებ განცხადებას აკეთებს. 2020 წ.
1600585793
COVID-19

საქართველოში კორონავრიუსის დადასტურებული 196 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარის რეგიონიდანაა. ამასთანავე, იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი თბილისში. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარა - 128
  • თბილისი - 30
  • ქუთაისი - 19
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6
  • ქვემო ქართლი - 5
  • გურია - 4 შემთხვევა
  • მცხეთა-მთიანეთი - 2
  • შიდა ქართლი - 1
  • კახეთი -1

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი განიკურნა. კვლავ უცვლელია გარდაცვლილთა რიცხვი - 19.