მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კოვიდინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა

უცხოურ მედიაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინტერვიუ ვრცელდება, სადაც ის პანდემიის პერიოდში საქართველოს წარმატებაზე საუბრობს.
1602918805
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა თბილისში დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ენდელაძის თქმით, შედარებით შემცირდა აჭარის რეგიონში ინფიცირების შემთხვევები. ინფიოქციონისტი ამბობს, რომ ყველაზე მცირე რაოდენობა გურიაში ფიქსირდება.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა 958 ახალი შემთხვევა. ჯამში დარეგისტრირებულია 16 285 კოვიდინფიცირების შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 7827. აქტიური შემთხვევა გახლავთ 8458.

ინფიცირების განაწილება ასეთი გახლავთ. ისევ მოიმატა შემთხვევებმა თბილისში.

  • თბილისი 397
  • აჭარა 226
  • იმერეთი 232
  • სამეგრელო ზემო-სვანეთი 27
  • ქვემო ქართლი 20
  • შიდა ქართლი 14
  • მცხეთა-მთიანეთი 15
  • კახეთი 13
  • სამცხე-ჯავახეთი 8
  • გურია 6

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში 958 ადამიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა.