თბილისში ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს Covid-19 აღმოაჩნდა.
ინფორმაცია ტაძრის წინამძღვარმა მამა სერაფიმემ დაადასტურა.
"დადასტურებული აქვს ეს დიაგნოზი. გუშინ თუ გუშინწინ გავიგეთ", - განუცხადა "მაესტროს" სასულიერო პირმა.
მამა სერაფიმეს ინფორმაციით, სტიქაროსანი მკურნალობას გადის. სასულიერო პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტიქაროსანი ტაძარში არ დაინფიცირებულა. მისივე განცხადებით, სტიქაროსანს ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო.