მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: 2-3 კვირაში გაირკვევა, როგორ გადავიტანეთ შეზღუდვების მოხსნა

ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, 2020
1590251568
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და კომენდანტის საათის მოხსნიდან 2-3 კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 14 დღეს გრძელდება.

როგორც ინფექციონისტი ამბობს, იმისთვის, რომ ისევ არ გახდეს შეზღუდვების დაწესება საჭირო, აუცილებელია, ჰიგიენის წესები, დისტანცია და, ზოგადად, რეკომენდაციები დავიცვათ.

„შეზღუდვების მოხსნიდან თუ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გეყოლება დღეში არაუმეტეს 20 პაციენტისა, ეს იქნება ძალიან კარგი და მერწმუნეთ, საზოგადოება ვერცკი გაიგებს, არის თუ არა ვირუსი ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა შეზღუდვების მოხსნა უპრობლემოდ გადავიტანოთ და აღარ გახდეს მათი დაწესება საჭირო, ის წესები, რომლებსაც რეკომენდაციის სახით ვიძლეოდით - დისტანცია, ხელის დაბანა და ა.შ., თვითშეგნებით უნდა შეასრულონ. ძალიან მნიშვნელოვანია 2-3 კვირა, რადგან 14 დღე არის ვირუსის ინკუბაციის პეროდი. ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი, თუ როგორ გადაიტანა საზოგადოებამ შეზღუდვების მოხსნა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

საქართველოში კორონავრუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე ინფიცირების 728 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 509 პაციენტი.