მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1618478058
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინები.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩინურ ვაქცინას სხვა ვაქცინებთან შედარებით დაცვითი ეფექტი ნაკლები აქვს.

„რამდენადაც ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, ანუ ის არის ინაქტივირებული ვირუსით დამზადებული ვაქცინა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით - ჯერ არ გვაქვს საკუთარი გამოცდილება, ეს ვაქცინა უსაფრთხოებით არ არის უარესი, პირიქით, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები, ხოლო დაცვითი ეფექტით რამდენადმე ჩამორჩება ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებს.

მე მგონია, რომ ჩვენ დაველოდებით მის საერთაშორისო ავტორიზაციას და მერე გავუშვებთ ხმარებაში“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანიის „სინოვაკის“ ვაქცინა კოვიდინფექციისგან იცავს 50.4%-ით. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეფექტიანობა 54%-ია.

კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა დაახლოებით 79%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

დიმიტრი ხუნდაძე „სინოფარმის“ შესახებ: საერთაშორისო აღიარების გარეშე, ის მოხმარებაში არ გავა

✅„თუ ჩინური ვაქცინა ჯანმო-სგან ავტორიზაციას ვერ მიიღებს, აზერბაიჯანს ან თურქეთს ვაჩუქოთ“ - აკაკი ზოიძე

✅„ორივე ჩინური ვაქცინა ჯანმო-ს მიერ დაწესებული ეფექტიანობის ზღვრის ფარგლებში ჯდება“ - ამირან გამყრელიძე