მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ექიმები ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენი სიცოცხლე იყოს გარანტირებული

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1586269246
COVID-19

"უნდა შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, მაგრამ მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ ევროპისა და თუნდაც მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო ასე დაცული არაა, როგორც საქართველო. ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, რომ მათი სიცოცხლე იყოს გარანტირებული",- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზა ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისულ პერიოდებში ჩნდება თუ რამდენად ეფექტურია ქვეყნის მთავრობა.

"შესაძლოა ჩვენი ეკონომიკა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაა და ქართველი კაცი ისე ვერ ცხოვრობს, როგორც მას ეკადრება, მაგრამ მათთვის მთავრობა აკეთებს ყველაფერს. მთავრობა იქნება იმის გარანტი, რომ ადამიანებს კორონავირუსი არ გადაედოთ",- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 45, ხოლო გარდაცვლილია 3 პაციენტი.