მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ევროპის 45 ქვეყანას რომ აჯობებ და ნაკლები ადამიანი გარდაგეცვლება, არ არის სწორი ვილაპარაკოთ ჩავარდნებზე

მთავარი ინფექციონისტი
1614328239
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.

„გასულ წელს გვქონდა ჩავარდნა, პრაქტიკულად მოვხსენით სიფრთხილის და უსაფრთხოების ზომები ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში, რისთვისაც დავისაჯეთ ამ ვირუსის გავრცელების პიკით.

ამ პერიოდში გაგვიჭირდა ამ პროცესის მართვა, თუმცა ყველა დანარჩენ სიძნელეს ქვეყანამ კარგად გაართვა თავი. ამაზე მეტყველებს ჯამური მაჩვენებელი. სხვა ჩავარდენები, რომ ყოფილიყო გარდაცვალების მაჩვენებელი არ გვექნებოდა ყველაზე ნაკლები, ეს მაჩვენებელი არის სარკე, რომელიც უმთავრესია.

უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, მაგრამ ევროპის 45 ქვეყანას, რომ აჯობებ და ნაკლები ადამიანი გარდაგეცვლება, აქ არ არის სწორი ვილაპარაკოთ ჩავარდნებზე“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ვაქცინის საქართველოში შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია“ - თენგიზ ცერცვაძე

✔️„უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით“ - ცერცვაძის რეკომენდაცია მოსახლეობას

✔️ინფიცირება 337, გამოჯანმრთელება 320 - ეპიდვითარება საქართველოში