მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატით მკურნალობა უკიდურესი ზომაა

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1585750504
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატით მკურნალობა უკიდურესი ზომაა.

ამასთან ცერცვაძემ PIA.GE-სთან საუბრისას შრატის აღებისა და მისი ბანკის შექმნის ტექნოლოგიურ სირთულეზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც ინფექციონისტმა განაცხადა მიუხედავად იმის, რომ ქართული მხარე შრატის შექმნაზე იმ კომპანიებთან მუშაობს, რომლებსაც ამის ტექნოლოგიური რესურსი გააჩნია, მაინც ძნელი სათქმელია როდის გახდება შრატის მომზადება ტექნიკურად შესაძლებელი.

"გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატით მკურნალობის მეთოდი განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებთან მუშოაბისას გამოიყენება, მაგრამ შრატი აუღო ვინმეს და შექმნა ბანკი ეს არ არის მარტივი საკითხი. ტექნოლოგიურად ეს ძალიან რთულია. უნდა განისაზღვროს პლაზმის უსაფრთხოება 50 გამოჯანმრთელებულიდან შესაძლოა ერთი ადამიანის შრატი აღმოჩნდეს უსაფრთხო. ჩვენ ვმუაობთ ამაზე გვაქვს კონტაქტები იმ კომპანიასთან რომელსაც შრატის აღების ტექნოლოგიები გააჩნიათ, მაგრამ როდის გახდება ეს შესაძლებელი ვერავინ იტყვის იმიტომ რომ ტექნიკურად შრატის მომზადება ძალიან რთულია. ამასთან ის არსის მკურნალობის უკიდურესი, ბოლო ზომა", - განუცახდა PIA.GE-ს თენგიზ ცერცვაძემ.

26 თებერვლიდან დღმდე საქართველოში კორონავირუსისი 115 ფაქტია გამოვლენილი. მათგან გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი, ხოლო მკურნალობას 90 პირი განაგრძობს.