მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ქართველებმა თავის თავს აჯობეს

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1596281347
COVID-19

„ქართველებმა თავის თავს აჯობეს და გამოიჩინეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მოწესრიგებულობაში და რეკომენდაციების დაცვაში გამოიხატა. გვიხდება მხოლოდ აქა-იქ ისეთი კერების აღნიშვნა, სადაც ეს ვერ მოხერხდა, მაგალითად მარნეულსა და გარდაბანში. იქ მოსახლეობამ ვერც გაიაზრა და ჯერ არც სჯერა, რომ კოვიდი არსებობს“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება ლოკალურ მიზეზებს უკავშირდება, ამიტომ საქართველოში საიმედო ეპიდვითარებაა.

„ეს გვაძლევს იმედს, რომ ეპიდემია არ გადაიზრდება ფართომასშტაბიან მატებაში. პანდემიის სწრაფად დამთავრება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინით ან მედიკამენტით, რომელიც მალევე იძლევა შედეგს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან განაცხადა, მისი პროგნოზით, ვაქცინის გარეშე, კორონავირუსის პანდემია კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 1171-ს, ხოლო განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. კოვიდცენტრებში ჯამში 207 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.