მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ყველა დაინახავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი არავის დაემართება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1612081423
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი საზოგადოების დამოკიდებულების გამო არ გართულდება. 

მისი თქმით, ვაქცინაციის პირველი ეტაპის შემდეგ ხალხი დაინახავს, რომ აცრილი ადამიანებიდან არცერთს კორონავირუსი არ დაემართება და სერიოზული გვერდითი მოვლენებიც არ ექნებათ.

„ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გაძნელდება, რადგან ყველა ელოდება პირველ პარტიას. როცა შემოვა პირველი პარტია და სურვილისამებრ აიცრება მოსახლეობა, ყველა დაინახავს, რომ აცრილი ადამიანებიდან არცერთს კორონავირუსი არ დაემართება და არცერთ სერიოზული გართულება არ ექნება. ამის შემდეგ ადამიანები თავად შეიცვლიან აზრს და სერიოზული კამპანია ამას არ დასჭირდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან განმარტა, პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველომ ვაქცინის მიღების შესახებ დაზუსტებული პასუხი 30 იანვარს მიიღო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ვაქცინას თებერვალში მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა“ - პრემიერი

„ფაიზერის“ ვაქცინას პრაქტიკულად 100%-იანი დაცვა აქვს“ - ცერცვაძე

479 ინფიცირება, 491 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში