მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობას ვაქცინებზე შეუზღუდავი წვდომა ექნება

მოსახლეობას ვაქცინებზე შეუზღუდავი წვდომა ექნება
1622831712
COVID-19

„საქართველოში შემოვა ვაქცინები შეუზღუდავი რაოდენობით, მათ შორის „ნოვოვაქსი“, „ფაიზერი“, „ასტრა-ზენეკა“, ჩინური ვაქცინები და მოსახლეობას შეუზღუდავი წვდომა ექნება,“ - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მსოფლიოში შეიმჩნევა ერთი სერიოზული ტენდენცია: იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია აცრილი - ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, შეიმჩნევა ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების შემთხვევების სერიოზული კლება.

იქ, სადაც ვაქცინაციის პროცენტი დაბალია, ჯერჯერობით ასეთი ტენდენცია არ შეიმჩნევა საქართველოში გვიან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.

ტემპები თანდათან ძლიერდება, მოსახლეობამ დაძლია სერიოზული სკეპტიციზმი, არაჯანსაღი ძალების პროპაგანდა, რომ ვაქცინაცია, შესაძლოა, სახიფათო იყოს, მოჰყვეს გართულებები, რომლის მართვისთვის ქვეყანა მზად არ არის. ეს უკვე წარსულში დარჩა, მოსახლეობამ ირწმუნა, რომ ეს ასე არ არის.

სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაწყებიდან პირველივე დღეებში იყო გართულება, თუმცა მას შემდეგ გართულება თუ ფიქსირდებოდა, სიცოცხლისთვის არა საშიში გართულებები, ძალიან წარმატებით მართავდნენ სავაქცინო პუნქტებში.

ვაქცინაციის კუთხით ჩვენ კარგი პერსპექტივები გვაქვს, თუმცა დღეისთვის სერიოზულად ჩამოვრჩებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. სულ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია ვაქცინირებული“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, კარგია, რომ პიკი გადავიარეთ და ეს დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად აღარაა შეზღუდვები.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,59%, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის - 2,9%-ია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება

👉 ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ]

👉 COVID 19-ის ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებები ?