მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: „ნოვოვაქსის“ პირველი მომხმარებელი საქართველო იქნება

ინფექციურის ყოფილი დირექტორი
1616065012
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, სხვა ვაქცინებთან ერთად სამომავლოდ საქართველოში შემოვა ნოვოვაქსის ვაქცინა, რომლის პირველი მომხმარებელი ჩვენი ქვეყანა იქნება.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ეს იქნება მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა, რომელიც დამზადებული იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით, ვიდრე ყველა დანარჩენი ვაქცინებია.

„22-ში შემოვა ახალი პარტია pfizer-ის, კიდევ შემდეგ შემოვა 80 ათასი ისევ ასრტაზენეკას ვაქცინა შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით ველოდებით ისევ ასტრაზენეკას.

რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და არა საერთაშორისო ინსტრუმენტებით. შემდეგ თუ იქნას საერთაშორისო აღიარება შესაძლოა შემოიტანონ ჩინური ვაქცინაც და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან ნოვოვაქსთან, რომელიც ჯერ არ გაყიდულა მსოფლიოში და რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში და როგორც ამბობენ პირველი მომხმარებელი საქართველო იქნება.

მე მჯერა, იმიტომ რომ გავეცანი დოკუმენტაციას. ეს იქნება მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა, რომელიც დამზადებული იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით ვიდრე ყველა დანარჩენი ვაქცინებია“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ დღე უკვე აიცრა 3000-ზე მეტი ადამიანი, დღეში უნდა ავცრათ ჩვენ ამდენი ადამიანი, რომ მივაღწიოთ 60-65%-ის აცრას.

დღეისთვის სულ დარეგისტრირებულია 5 000 ექიმი რაც ძალიან ცოტაა ამიტომ მე მივმართავ რომ ვაქცინა არის უსაფრთხო.

„ის, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ შეაჩერა ვაქცინაცია ეს დაივიწყეთ, გაკეთდა ოფიციალური დასკვნა გაეროს სპეციალური ექსპერტების კომისიის ევროპის წამლის სააგენტოს და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ ეს იყო თრომბოემბოლიის გართულების და მით უმეტეს სიკვდილიანობის კავშირი ვაქცინასთან.

იყო მცდელობები, რომ ამ ვაქცინის ევროკავშირში გავრცელებისათვის ხელი შეეშალათ. ეს მცდელობები ჩავარდა და ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა კიდევ დამატებითი დიდი პარტიები შეიძინეს ასტრაზენეკასი.

რომ დაითვალეს, 17 მილიონი ადამიანიდან რომ არ გაეკეთებინათ ვაქცინა, ბევრად მეტი გარდაიცვლებოდა.

სტატისტიკის მიხედვით, ათეულ ათასობით ადამიანი გარდაიცვლებოდა.

უდიდესი გამოწვევაა პანდემია და მისი დამარცხება მხოლოდ ვაქცინით შეგვიძლია “- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა, ახლა, როცა გვაქვს, არავინ ჩქარობს მის გაკეთებას“- თენგიზ ცერცვაძე

✔️„საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში“- ტიკარაძე პატრიარქთან შეხვედრის შესახებ