მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: პიკს 2-3 კვირის შემდეგ ველოდებით, თუმცა ის შეიძლება იყოს მდორე

ვირუსული ინფექციის პიკი
1585509425
COVID-19

თბილისის იფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით იფიცირების პიკი 2-3 კვირის შემდეგ არის მოსალოდნელი.

თუმცა, ცერცვაძე ფიქრობს, რომ ინფიცირების განსაკუთრებული მატება არ იქნება.

"მე მაინც მგონია, რომ გაგრძელდება ეს ტენდენცია - მატება, მაგრამ ზომიერი. არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულს. თუ პიკი იქნება, შეიძლება ის იყოს მართლა პიკი და შეიძლება იყოს მდორე პიკი. ეს იქნება სადღაც 2-3 კვირის მერე", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მატების შემთხვევაში, პაციენტების მისაღებად საავადმყოფოები მზად არიან.

"საწოლების რესურსი სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი. დღეისთვის მობილიზებულია 460 საწოლი. როდესაც ავადმყოფების რაოდენობა 91-ია და არც ისე ჩქარა იმატებს, 460 საწოლი აბსოლუტურად საკმარისია, თან ეს არის 8 საავადმყოფოში და მთელ რეგიონში -ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თბილისში, საჩხერეში.

გარდა ამისა, არსებობს გეგმა B, რომელიც გულისხმობს დაახლოებით 1700 საწოლის მობილიზებას და გეგმა C რომელიც გულისხმობს 3600 საწოლის მობილიზებას. ცუდ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენ, რომ ამაზე მეტი საწოლი დაგვჭირდეს.

სასუნთქი აპარატების რაოდენობა ქვეყანაში არის 2000. დავუშვათ, რომ ყველა მათგანი წესრიგში არ არის, ზოგიერთი მათგანი მოძველებულია. გამორიცხულია 500 კრიტიკული ავადმყოფი გვყავდეს, ჩვენ შეიძლება გვყავდეს 2000-3000 ავადმყოფი, მაგრამ კრიტიკული ავადმყოფები მათგან მგოლოდ 5%-ია. ასეთია მსოფლიო სტატისტიკა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "იმედის" ეთერში.