მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: საგანგებო ზომების შემოღება არ განიხილება

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1599316448
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მაჩვენებლების ზრდის გამო აჭარის რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება და არც საგანგებო ზომების შემოღება.

„შემთხვევების მატება, რაც აჭარაში დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს არ იძლევა.

ჩვენ მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ მიკროაფეთქებებს, მაგრამ ყურადღებით ვაკვირდებით, ეს ლოკალური მატებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადგილი ექნება ქვეყანაში ფართო გავრცელებას“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან, 13 ბათუმში დადასტურდა. მათ შორის 9 ე.წ. დონას კლასტერია.