მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო იმ განვითარებად ქვეყნების ხუთეულშია, ვინც პირველი მიიღო მაღალი ხარისხის ვაქცინა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1612162326
COVID-19

ინფექციონისტები განმარტავენ, რომ იანვრის განმავლობაში კოვიდინფიცირების სტაბილიზაციის კარგი დინამიკაა. ვირუსის გავრცელების დადებითობის პროცენტი მნიშვნელოვნად შემცირებულია. გუშინდელი მონაცემებით 3,8 %-ს შეადგენდა. 

საქართველო PFIZER-ის ვაქცინის პირველ დოზას თებერვლის პირველ ნახევარში მიიღებს. ეს იქნება დაახლოებით 30 ათასი დოზა 15 ათასი ბენეფიციარისთვის.

პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 70 ათასია თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ყველა მათგანი არ არის აქტიურად დაკავშირებული COVID-19 თან და ზოგს უკვე გადატანილი აქვს ეს ვირუსი, ვაქცინა საკმარისი იქნება.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ერთ თვეში ქვეყანა მიიღებს დამატებით დოზას ეს სავარაუდოდ „ასტრაზენეკას„ ვაქცინა იქნება.

„საქართველო მიიღებს PFIZER-ის ვაქცინის პირველ დოზას, ეს იქნება დაახლოვებით 30 ათასი დოზა , დაახლოებით 15 ათასი ბენეფიციარისთვის. რამდენიმე ფაქტორითაა ეს მნიშვნელოვანი, ერთი რომ საქართველო გახდა განვითარებად ქვეყნებს შორის პირველ ხუთეულში, ვინც მიიღო მაღალი ხარისხის ვაქცინა .

რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დამარცხების გზა.“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაცია არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შემსუბუქება ინფექციის შემთხვევების მატების რისკებს შეიცავს და რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ზრდის დიდი მაჩვენებელი ქვეყანაში არ იქნება.

იხილეთ აგრეთვე:

„თუ მოსახლეობის 70% აიცრება, პანდემია დამთავრდება“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციისთვის საავადმყოფოებიდან უკვე გამოთხოვილია პერსონალური ინფორმაცია

თენგიზ ცერცვაძე: ყველა დაინახავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი არავის დაემართება