მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: თუ ადამიანს გრიპი და კოვიდი ერთდროულად შეხვდება, მისი გადარჩენა ძნელი იქნება

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1599920267
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გრიპზე აცრა გაიკეთონ. რადგან თუ ადამინს გრიპი და კოვიდ-19 ერთდროულად შეხვდება, მისი მკურნალობა და გადარჩენა ძნელი იქნება.

„როცა დაიწყება გრიპის სეზონი, მოსალოდნელია ამ ორი ინფექციის ზედდება, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ჯერ ერთი, დიაგნოსტიკისთვის, რადგან ამ ორი დაავადების სიმპტომატიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მხოლოდ ლაბორატორიულად შეძლებს ექიმი, რომ გაარჩიოს.

მეორე, შესაძლოა, ერთსა და იმავე ადამიანს ერთდროულად გრიპიცა და „კოვიდიც“ დაემართოს. ეს უკვე სერიოზული დარტყმა იქნება ორგანიზმისთვის და ასეთი პაციენტის მკურნალობა და გადარჩენა იქნებ უფრო ძნელი“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.

მისი თქმით, წელს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გრიპის ვირუსზე აიცრან, რათა გრიპისა და „კოვიდის“ ზედდების შემთხვევვების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, თეორიულად, კორონავირუსი შესაძლოა უფრო აგრესიული გახდეს, თუმცა ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არსებობს.