მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსთან ბრძოლის ორი შესაძლო გზა დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1603040517
COVID-19

„არსებობს ორი შესაძლო გზა. ერთი, რომ სახელმწიფო დაუბრუნდეს მკაცრ შეზღუდვებს, კარანტინს - ე.წ. ლოკდაუნსა და საგანგებო მდგომარეობას. ხოლო მეორე გზა გახლავთ ის, რომ შევინარჩუნოთ შედარებით რბილი რეგულაციები, რომლებიც დღეს გვაქვს და მთელი დარტყმა თავის თავზე აიღოს სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნების უმრავლესობა ნელ-ნელა მკაცრი შეზღუდვებისკენ იხრება.

„ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით სახელმწიფოს გადაწყვეტილება შედარებით რბილი შეზღუდვების შენარჩუნებაა. პანდემიას უნდა ვებრძოლოთ ისე, რომ არ გვქონდეს დიდი დანაკარგი, კლინიკური სექტორის გაზრდილი დატვირთვის ხარჯზე. ჯერჯერობით ამას სახლემწიფო უძლებს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა განმარტა, საზოგადოებამ უნდა დაივიწყოს სიმშვიდე და სახელმწიფოსთან ერთად, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იმუშაოს.

„3000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევეაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კიდევ ერთი ამდენი გამოათავისუფლოს. ექიმების ნაკლებობა არ არის და ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს, განსხვავებით უცხო ქვეყნებისგან, სადაც ბევრი პაციენტი სამედიცინო მომსახურეობის გარეშე რჩება. თუ რამდენ ხანს გაუძლებას ამას სექტორი, ზუსტი ციფრის დასახელება შეუძლებელია. ბედისწერა არ უნდა გამოვცადოთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 136 პაციენტია გარდაცვლილი. დადასტურებულია ჯამში 17 477 შემთხვევა, რომელთაგან 8060 გამოჯანმრთელდა.