მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში
1603698085
COVID-19

კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 77 წლის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მას კორონავირუსთან ერთად გულის მწვავე უკმარისობა ქონდა. კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს, ორი დღის წინ მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ქუთაისიდან იყო.

ცნობისთვის, დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსით გარდაცვალების 215 შემთხვევაა დაფიქსირებული.

🔴შეგახსენებთ, COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა

👉 საქართველოში კორონავირუსისგან 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა