მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: 19 წლის თეკლას გარდაცვალებაზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი
1606898451
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. 

მინისტრის თქმით, საკითხის მოკვლევის შემდეგ რეგულირების სააგენტო ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„ვუსამძიმრებ თეკლას ოჯახს, მთელ საქართველოს. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით.

გუშინ, მყისიერად, ჩემი დავალებით რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა. მოკვლევა დაიწყო პირველი ზარიდან ბოლო წერტილამდე. როგორც კი დასკვნები იქნება, სააგენტო განცხადებას გააკეთებს, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც საზოგადოებას აქვს. პირველ რიგში კითხვებზე პასუხი მესაჭიროება მე, იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი განცხადებით, რეგულირების სააგენტო იკვლევს, რატომ მოხდა პაციენტის გადაყვანის დაყოვნება და რატომ არ დატოვეს 19 წლის თეკლა თორდია იმ საავადმყოფოში, სადაც სადიაგნოსტიკოდ გადაიყვანეს.

„ამ ყველაფერს რეგულირების სააგენტო იკვლევს და გვექნება დეტალური პასუხები. ასეთ მტკივნეულ საკითხზე, ვარაუდით რომ არ ვისაუბროთ, დაველოდოთ კვლევის შედეგებს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, 19 წლის თეკლა თორდიას, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, დიაბეტი ჰქონდა. ის თავიდან კოვიდ სასტუმროში იყო მოთავსებული. მოგვიანებით კი, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

♻️ საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსზე 20 000 ტესტი ჩატარდება

♻️ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში იზოლაციის წესები შეიცვალა

♻️ 4033 ინფიცირება, 4061 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

♻️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა