მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: 2 კვირის შემდეგ ვნახავთ მოხდა თუ არა ვირუსის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრა

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე
1590403441
COVID-19

"2 კვირის შემდეგ გვექნება უფრო ზუსტი სურათი იმის შესახებ თუ რამდენად მოხდა საქართველოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების ჯაჭვის სრული აღმოფხვრა", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრმა კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლო გავრცელებაზეც ისაუბრა. ტიკარაძის თქმით, მეორე ტალღა შესაძლოა შემოდგომაზე იყოს.

"ქვეყნის მასშტაბით სრული დაკვირვება და ზედამხედველობა მიმდინარეობს როგორც სხვადასხვა რეგიონზე, ასევე იმ კრიტიკულ რეგიონებზე, რომლებიც გვაქვს მარნეულის მუნიციპალიტეტში. ვირუსის თვისებიდან გამომდინარე მისი გამოვლენა ხდება 2 კვირის შემდეგ და რა თქმა უნდა ის, რასაც ეპიდემიოლოგები ამბობენ არის სიმართლე. აქედან გამომდინარე არის რეგულაციები დატოვებული. 2 კვირის შემდეგ გვექნება უფრო ზუსტი სურათი იმის შესახებ თუ რამდენად მოხდა საქართველოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების ჯაჭვის სრული აღმოფხვრა. ამისთვის საჭიროა ორი საინკუბაციო პერიოდი, რომ გვქონდეს იმის თქმის საშუალება და უფლება, რომ საქართველოში კორონავირუსის აღარ მიმდინარეობს. მეორე ტალღას რაც შეეხება, მაღალი ალბათობით მოლოდინი გვაქვს, რომ შემოდგომაზე იქნება. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, ველოდებით გარკვეულ შემთხვევებს, თუმცა მას არ ექნება ძალიან მაღალი მაჩვენებლი", - განაცხადა "რუსთავი 2"- ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა.