მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: 6616 საწოლის მობილიზაციის რესურსი გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრი
1603954963
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 6616 საწოლის მობილიზაციის შესაძლებლობა არსებობს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, გარდა ამისა არსებობს გარკვეული გეგმა, რის შემდეგაც სამინისტროს შეუძლია დამატებით 15 საავადმყოფო ჩართოს კოვიდინფექციის მართვაში.

„კოვიდინფიცირების 1709 დადებითი შემთხვევა გვაქვს, ამ ეტაპისთვის ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 4209 პაციენტი, მობილიზებულია 4639 ადგილი იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც დღეს ჩართულია, კოვიდპანდემიის მართვაში, ეს არის 57 საავადმყოფო.

გვაქვს დამატებითი რესურსი, რომ 6616 საწოლის მობილიზაცია მოვახდინოთ, არსებობს გარკვეული გეგმა, რის შემდეგაც შეგვიძლია ჩავრთოთ დამატებით 15 საავადმყოფო შესაბამისად 2000-ზე მეტი საწოლფონდით“, - განაცხად ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვეყანაში კოვიდინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.