მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინისტრი: აგრესიული ტესტირების შედეგად ინფიცირების რადიკალურ ზრდას არ ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე
1586166342
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რადიკალური ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"როდესაც ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, ისეთებს, როგორიცაა მედ პერსონალი, ეს არის გადადმგული პირველი ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომ ჩვენ დავიწყეთ აგრესიული ტესტირება. მიზნობრივი ჯგუფები ეტაპობრივად გაფართოვდება, კლასტერების უფრო დეტალური ამოცნობისა და კვლევისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია გეგმიური და ზომიერი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ გვქონდეს არა დანახარჯები და არაეფექტურობა, არამედ ვიყოთ ეფექტურები და გვქონდეს ზუსტად გამოვლენილი ყველა კლასტერი და ინფიცირებული.

პანდემიასთან ბრძოლას გააჩნია გარკვეული გრადაცია, რასაც ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ყოველ ნაბიჯზე რა თქმა უნდა იცვლება ალგორითმები, ასევე იცვლება პრიორიტეტი.

აგრესიული ტესტი რა თქმა უნდა ჩვენთვის პრიორიტეტია, უბრალოდ, მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე, სად და როდის უნდა განხორციელდეს ის, იმისათვის, რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი. მე ვადასტურებ, სახელმწიფოსთვის, სამინისტროსთვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს მოსალოდნელი ზრდა, ეს დაიწყება იმ ალგორითმის შეცვლით, რომელიც დღესდღეობით უკვე არსებობს, ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ყველანაირ რისკსს, ყველა ეფექტური ინსტრუმენტის ჩართვით", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 36 გამოჯანმრთელებული, 2 გარდაცვლილი.