მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე Covid-19-ით გარდაცვლილებზე: ქრონიკული დაავადებების გამო ვერ გაუმკლავდნენ

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი 2020
1586110222
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე კოვიდინფექციით გარდაცვლილი პაციენტების გამო მწუხარება გამოთქვა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილმა პაციენტემა თანმხლები ქრონიკული დაავდებების გამო ვერ შეძლეს კორონავირუსთან გამკლავება.

"ძალიან ვწუხვართ ლეტალური შედეგების გამო. წუხილს გამოთქვამენ ექიმების გუნდი, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იბრძოლეს ამ პაციენტების გადასარჩენად. ქრონიკული დაავადებების გამო ვერ მოახერხეს გამკლავებოდნენ კოვიდ 19-ს. სწორედ ეს არის განგაშის ზარის მანიშნებელი და ამ კუთხით კიდევ უფრო გამოფხიზლება გვმართებს. მნიშნელოვანია გავუფრთხილდეთ ყველა იმ მოწყვლად ჯგუფს, რომლების დაინფიცირების შემთხვევაში შეიძლება ჩვენი და ექიმების მცდელობა სავალალო აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ და დაიცვან სოციალური დისტანცირება", - განაცხადა მინისტრმა "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა.