მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე ინფიცირებულ სპორსტსმენზე: ეპიდემიოლოგებს კლასტერი მოძიებული აქვთ

ტიკარაძე ბრიფინგზე
1586025547
COVID-19

"ეპიდემიოლოგებს კლასტერი მოძიებული აქვთ და კვლევა მიმდინარეობს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდინფექციით ინფიცირებულ სპორტსმენთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის დადგენილია იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს.

"რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ეს ინფორმაცია არ გავცეთ, თუმცა ეპიდემიოლოგებს კლასტერი აქვთ მოძიებული, კლასტერის კვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის დადგენილია როგორც წყარო ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომელიც შეიძლება იყოს ინფიცირებული. ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და რამდენიმე დღეში უფრო დეტალური ინფორმაცია გვეცოდინება", - განაცხადა ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.