მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: კლინიკურ სექტორში 7000-მდე საწოლია მობილიზებული

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1627724460
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7000-მდე საწოლი, საიდანაც 6000 საწოლი დაკავებულია.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიური განყოფილების პალატაში მკურნალობას გადის 1200-მდე პაციენტი.

„მობილიზებულია და ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდსასტუმროებში. დღესდღეობით კლინიკურ სექტორში, ჰოსპიტალში მობილიზებულია 7000-მდე საწოლი, საიდანაც 6000-მდე საწოლი დაკავებულია.

ამ ეტაპისთვის მკურნალობას ინტენსიური განყოფილების პალატაში მკურნალობას გადის 1200-მდე პაციენტი, რაც რა თქმა უნდა საყურადღებოა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას ინტენსიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, არ დაავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ამავე თემაზე:

🔴 3196 ინფიცირება, 1147 გამოჯანმრთელება, 27 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 1487 თბილისი, 517 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

🔴 პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა