მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: კოვიდინფიცირების 24 ახალი შემთხვევა საგანგაშო არ არის

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან, 20 ივლისი 2020 წ.
1595411561
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული და მე კვლავ მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სოციალური პასსუხისმგებლობა, დაიცვან სოციალური დისტანცირება, გამოიყენონ პირბადე და მიმართონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის 1 თებერვლიდან მოწოდებული“,- აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა გარდაბნის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, ეპიდემიოლოგებთან ითანამშრომლონ, რომლებიც გარდაბანში იმყოფებიან, ატარებენ თერმოსკრინინგს და მიზნობრივ ტესტირებას.

„ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმ დაცულობას, რომ მთავრობას არ დასჭირდეს კიდევ ერთხელ მიმართოს უკიდურეს ზომებს, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განაპირობებს კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან და კარგ იარაღს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წარმატებას ამ ვირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 1 კვირაში კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გაჩნდა ე.წ. გარდაბნის კლასტერი.