მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის გენომის შტამს იკვლევენ

ჯანდაცვის მინისტრი პრემიერთან
1592987513
COVID-19

„პრემიერ-მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ლუგარის ლაბორატორია, სადაც, მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს. ეს გენომის შტამი ტარდება სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გენომის შტამებს და კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა აღნიშნულ დარგში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„შევხვდით ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსის დაძლევასთან დაკავშირებით, როგორც მისი აღმოჩენის კუთხით, ისე დიაგნოსტიკის თვალსაზრისით“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 914-მდე გაიზარდა.