მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: ორ კვირაში 35-დან 45%-მდე ველით ინფექციის გავრცელების შემცირებას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
1606406045
COVID-19

„მიღებული შეზღუდვების ფონზე, 2 კვირაში ინფექციის გავრცელების შემცირებას 35-დან 45%-მდე ველით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მიღებული შეზღუდვების შედეგები ეტაპობრივად ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება.

ამასთან, ტიკარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად მოხდება შეზღუდვების აღსრულება.

„შედეგს მივიღებთ ორი კვირის შემდეგ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოხდება ყველა იმ შეზღუდვის აღსრულება, რომელიც განსაზღვრულია. მოლოდინი არის შემდეგი, რომ საუკეთესოდ აღსრულების შემთხვევაში ქვეყნებს, რომლებსაც ჰქონდათ მსგავსი შეზღუდვები, მათ დაახლოებით აქვთ ინფექციის გავრცელების 87%-იანი დაღმასვლა.

ჩვენი მოლოდინია, რომ 35-დან 45%-მდე იქნება ინფექციის გავრცელების რაოდენობა. მოვახდენთ ამ ყველაფრის შეჯერებას და შემდგომ იქნება დამატებითი განხილვები.

ეპიდემიოლოგები საუბრობენ 6 კვირიან ჯაჭვზე და პერიოდზე, რაც გულისხმობს იმას, რომ 2 კვირაში ვაკვირდებით იმას თუ როგორ ემორჩილება ინფექციის გავრცელება უკუსვლას“, - აღნიშნა ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში.

მინისტრის თქმით, პირველი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება.

„დარწმუნებული ვარ ეს იქნება ყველაზე რთული ორი კვირა. ვითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობას, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენთვისაც ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება“, - დასძინა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

🔴 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იზღუდება

🔴 ცნობილია რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით

🔴 8 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება

🔴 რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან