მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია საკმარისი რაოდენობის ტესტირება ჩატარდეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე
1606210285
COVID-19

„პირველ რიგში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს ინტერესში შედის საკმარისი რაოდენობის ტესტირება ჩატარდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მინისტრის ამბობს, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდინფიცირებული პირების დროულად გამოვლენა და შემდგომ უკვე მათი მკურნალობა.

„თუ დავაკვირდებით დინამიკას ხშირ შემთხვევაში, როდესაც შაბათ-კვირაა ან დასვენების დღეები, მომართვიანობა მნიშვნელოვნად იკლებს. შესაბამისად ეს რაოდენობაზე აისახება.

მერწმუნეთ, პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინტერესებშია ჩატარდეს საკმარისი რაოდენობის ტესტირება. 2 ბენეფიტი გვაქვს. როდესაც ადამიანების კონტაქტებს ვიძიებთ და გადადიან იზოლაციაში, ხოლო მეორე, როდესაც ინფიცირებულების დროული აღმოჩენა ხდება, - აცხადებს ტიკარაძე.

ინფორმაციისთვის, 24 ნოემბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ განიხილება ისეთი ტიპის შეზღუდვების დაწესება, რომელიც ზოგადად ყველა ქვეყანაშია გამოყენებული.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 3128 ადამიანს დაუდასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ცქიტიშვილი: ისეთი ტიპის შეზღუდვებს განვიხილავთ, რომელიც ყველა ქვეყანაშია

🔴 ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ