მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: საჩხერის კლინიკის ინფექციონისტი თავს კარგად გრძნობს

ტიკარაძე ბრიფინგზე
1586108292
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საჩხერის კლინიკის კოვიდინფიცირებული ინფექციონისტი თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მინისტრის თქმით, ექიმს კორონავირუსი პრევენციული კვლევის დროს დაუდგინდა.

"ამ ეტაპისთვის ჩვენი ექიმი თავს კარგად გრძნობს. კვლევა საჩხერის საავადმყოფოს დირექტორმა ჩაატარა თანაშრომლებში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და კვლევა ეხებოდა ყველა იმ ჯგუფს, რომლებიც ინტენსიურ კონტაქტში არიან პაციენებთან. ჩატარდა პრევენციული კვლევა და ექიმს დაუდგინდა კოვიდინფექცია. მდგომარეობა სტაბილურია. მაღალი დონის პროფესიონალია და შესაბამისად იცის დაავადების მიმდინარეობა. ამ ეტაპზე მას მისი კოლეგები ზრუნავენ. კიდევ ველოდებით დამატებით, თანამშრომლებზე კვლევებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება ამ ექიმთან", - განაცხადა "იმედის" ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა.