მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: საგანგაშო მდგომარეობა არ არის

ტიკარაძე სამინისტროში
1594901837
COVID-19

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 2-ის წყარო უცნობია. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის.

„ბოლო 2 შემთხვევით გაგვიჭირდება ვამტკიცოთ, რომ ქვეყანაში ვირუსი აქტიურად იწყებს ცირკულირებას, თუმცა ჩვენ ვაჟღერებთ, რომ კოვიდინფექცია არის და ვვარაუდობთ, რომ ის საკმაოდ დიდხანს იქნება ჩვენთან ერთად. სწორედ ამიტომ უნდა გამოიყენონ ჩვენმა მოქალაქეებმა პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა მითითება უნდა გაითვალისწინონ. მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რაც საშუალებას მოგვცემს, ვირუსის გავრცელება ავიცილოთ და ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუარესდეს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.