მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: საწოლფონდის დეფიციტი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
1603266820
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ არსებობს.

მისი თქმით, საავადმყოფოებში 2992 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათ შორის დიდი ნაწილი გასაწერად ემზადება. ამ დროისთვის მობილიზებულია 4392 საწოლი.

მინისტრის ინფორმაციით, თბილისში კოვიდცენტრებს 4 კლინიკა ემატება, შიდა ქართლში 3, იმერეთში 3, კერძოდ ქუთაისში კი, 2 კლინიკა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. ჩვენ ასევე ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს.

არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, პაციენტების სასტუმროებში გადასვლაზე რისკს ხედავენ. მინდა აღვნიშნო, სასტუმრო სივრცეში მობილიზებულები არიან ექიმების და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მათთან მონიტორინგს და მკურნალობას განაგრძობენ ისე, როგორც ეს ხორციელდება კლინიკების სივრცეში. აქ განთავსდებიან მხოლოდ ის პაციენტები, რომლებზეც რისკი მინიმალურია“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, კოვიდ სასტუმროებში 1500 პაციენტი მკურნალობს. სახელმწიფოს ამ მიმართულებითაც აქვს საწოლ ფონდის გაზრდის საშუალება.

„ბინაზე 6544 ადამიანი მკურნალობს. აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. თბილსში 17 კლინიკას 24 კლინიკა დაემატება, რომლებიც პაციენტების მონიტორინგში მიიღებენ მონაწილეობას“,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 9 003 გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილია 172.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

📢 როგორ ხდება ბინაზე და სასტუმროებში კოვიდინფიცირბელების მკურნალობა

📢 საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

📢 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

📢 თბილისში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დადასტურდა