მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: სექტემბრის ბოლომდე 10 000 დღიურ ტესტირებაზე გადავალთ

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი
1599640235
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ყოველდღიურად 7 000-მდე ტესტი ტარდება, სექტემბრის ბოლომდე კი, დღიურად 10 000-მდე ტესტი გაკეთდება.

„7 000-მდე ტესტი ტარდება ყოველდღიურად. ჩვენ გეგმაზომიერად, როგორც გვქონდა დაანონსებული, სექტემბრის ბოლომდე ავალთ 10 000 დღიურ ტესტირებაზე, რაც სრულ ეპიდემიოლოგიურ სურათს მოგვცემს“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ის 1773 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1325 გამოჯანმრთელებულია, 19 გარდაცვლილი.