მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: ტყუილის გავრცელება მოსახლეობაში პანიკას იწვევს 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრობს.
1607086843
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ 3 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. 

მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში პანიკას იწვევს.

„როდესაც ტყუილი ვრცელდება, რა თქმა უნდა, ეს მოსახლეობაში პანიკას იწვევს, ექიმებზე კი, დიდ დარტყმას და ზეწოლას, რაც მიმდინარე ვითარებაში სწორი არ არის“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს გამოწვევაა. ექიმები და ჯანდაცვის სისტემა კი, მხარდაჭერას საჭიროებენ.

„კორონავირუსი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, გამოწვევაა არა მარტო ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეების, ისე მედია საშუალებების მხრიდან, რადგან დროულად იყოს ამოცნობილი ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე საჭიროა დროული რეაგირება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ.

ჯანდაცვის სამინისტროს 1 საათიც არ შეუწყვეტია მუშაობა იმისათვის, რომ დღევანდელი დღისთვის მოვმზადებულიყავით. დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ხვალ და ზეგ გამოწვევებს ვუპასუხოთ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება