მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის

ჯანდაცვის მინისტრი
1606244908
COVID-19

„წასვლას არ ვაპირებ, არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას ის რეფორმები სჭირდება, რომელიც მას დაგეგმილი აქვს.

„წასვლას არ ვაპირებ, არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის. ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას კოვიდპანდემიის წარმატებით წარმართვისთვის. ვთვლი, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე დაგეგმილი მაქვს“, - აღნიშნა ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში.

მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვაში წარმატების ფორმულა სხვადასხვა ფაქტორით კომპლექსურად იზომება.

„ძალიან ტრაგიკულია, როდესაც ვაკვირდებით ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს, მაგრამ ჯანდაცვის ორგანიზაციები ლეტალობას ზომავენ პროცენტებში და საქართველოს მაჩვენებელი, დღესდღეობით, არის 0.90-მდე“, - აცხადებს ტიკარაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ვირუსს 1054 ადამიანი ემსხვერპლა.