მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თხოვნაა, რომ სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ“- ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1619177604
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.

ამირან გამყრელიძის თქმით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა სადღესასწაულო რიტუალებისას ტაძრები არ გადაიჭედოს და მრევლმა კვლავ დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები: პირბადე და დისტანცია.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს.

„ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და სჯობს, გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ. გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან.

რაც მთავარი თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ და სანთელი ავანთოთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 301535-ს შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის დამარცხება 284286-მა პაციენტმა შეძლო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს“ - გამყრელიძე

✅ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა

✅„დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური შეზღუდვები არ იქნება“ - ტიკარაძე