მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას ველოდებით

აჭარის მთავრობის მეთაური ბრიფინგზე
1600088909
COVID-19

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადია. ამის შესახებ რიჟვაძემ აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის ეფექტურად მართოს ეპიდვითარება.

„სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი. როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის, ამ მზარდი რისკების ფონზე, ეფექტურად მართოს პროცესი. ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის. შესაბამისად, კოვიდინფიცირების გამოვლენა ხდება სწრაფად.

აჭარაში ჰოსპიტალური სექტორი გაფართოვდა და მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლ-ფონდი, ლაბორატორიების სიმძლავრე არის შესაბამისი. ამოქმედდა დამატებითი პროტოკოლები და ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა ე.წ. კოვიდ-სასტუმროებში. ჩვენ ამ მიზნით უკვე დავაკონტრაქტეთ დაახლოებით 400 ნომერზე მეტი და ეს მოგვცემს საშუალებას განხორციელდეს შესაბამისი სტაციონარული და სტაციონარის შემდგომი სერვისები“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არ განიხილება აჭარის, ბათუმის ჩაკეტვა ან კარანტინის დაწესება. სწავლა აჭარაში 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება.

ინფორმაციისთვის,