მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი ჯანმოს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა

ტრამპი, კორონავირუსი, ჯანმო, დაფინანსება
1586325656
COVID-19

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში „ჩინეთზე ჩაციკვლაში“ დაადანაშაულა და დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა მას.

გაიმეორე რა ბრალდებები, რომლებზეც ერთი დღით ადრე ტვიტერზე წერდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯანმო „ბევრ რამეში ტყუოდა“. მისი თქმით, ორგანიზაციამ არ შეზღუდა გადაადგილება ჩინეთიდან და ევროპიდან.

„ისინი ბევრ რამეში შეცდნენ, – თქვა ტრამპმა თეთრი სახლის კორონავირუსის საკითხებზე თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის ყოველდღიურ ბრიფინგზე. – როგორც ჩანს, ისინი ძალიან ჩაიციკლნენ ჩინეთზე. ჩვენ აღარ ვაპირებთ ჯანდაცვსი მსოფლიო ორგანიზაციაში საწევროს შეტანას“.

თუმცა, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ტრამპმა პრაქტიკულად უარყო თავისი წინა განცხადება და თქვა, რომ ჯანმოს დაფინანსების „საკითხის შესწავლას გეგმავს“.

აშშ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის უმსხვილესი დონორია – ბოლო შენატანმა $116 მლნ შეადგინა. გარდა ამისა, ვაშინგტონი ჯანმოს სხვადასხვა პროექტის რეალიზაციისთვის ნებაყოფლობით ურიცხავს ყოველწლიურად $100 მლნ–დან $400 მლნ–მდე.