მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თრომბოემბოლია კორონავირუსის ყველაზე სახიფათო გართულებაა“ - თენგიზ ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1603042253
COVID-19

„კოვიდი არ არის მხოლოდ პნევმონია და რესპირატორული ინფექცია. კორონავირუსი ძალიან სერიოზული და ვერაგი დაავადებაა, რომელსაც უსიმპტომო პაციენტის შემთხვევაშიც კი ძალიან მალე ახასიათებს გართულება, ერთეულ შემთხვევებში კი სასიკვდილო გამოსავალი აქვს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გართულებებს შორის ყველაზე სახიფათო თრომბოემბოლიაა.

„როგორც აღმოჩნდა, ყველაზე საფრთხილო და მნიშვნელოვანი არის სისხლის შემდედებელი სისტემა და თრომბოემბოლიური გართულებები, რადგან ისე სწარაფად ვითარდება, რომ ყველაზე უფრო კარგი მობილიზაციის შემთხვევაშიც კი, სამედიცინო დახმარება უკვე დაგვიანებულია ხოლმე“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, საქართველოში ინფიცირებული პაციენტის თრომბოემბოლიით გარდაცვალების 2-3 შემთხვევა უკვე იყო, ხოლო საზღვარგარეთ ასეთი შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია.

„პაციენტები, რომლებიც თრომბოემბოლიის რისკის ქვეშ არიან, თუნდაც უსიმპტომოები იყვნენ, კლინიკის მიღმა არ დარჩებიან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 136 პაციენტია გარდაცვლილი. დადასტურებულია ჯამში 17 477 შემთხვევა, რომელთაგან 8060 გამოჯანმრთელდა.