მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წელსაც მოგვიწევს აღდგომა მოკრძალებულად აღვნიშნოთ“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე
1617625172
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ისაუბრა. 

„წელსაც მოგვიწევს აღდგომის დღესასწაული მოკრძალებულად აღვნიშნოთ, თუმცა ვიმედოვნებ რომ ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და შევძლებთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები“, - განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 284 061-ს შეადგენს, გარდაცვლილია 3822, ხოლო საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია 275 024 პაციენტი.

ამავე თემაზე:

✔️ „იმ ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ჩინეთის მხრიდან უსასყიდლოდ გადაეცემა“ - ტიკარაძე

✔️ „ჩინური ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია“- ლი იენი