მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ალბათ, უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1614789505
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველო, მისი ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთ მუშაობს, ვიდრე ისრაელის.

„ვიტყვი და ვინც უნდა შემომედავოს - ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტი, ალბათ, უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. რადგან, მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ინფიცირების. არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ყველაფერი,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძეს მიაჩნია, რომ ვაქცინა არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონილი.

„ისრაელში, რომელმაც მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა, ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ბოლო 1 კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე დაბლა არ ჩამოდის.

მე ეჭვის ქვეშ კი არ ვაყენებ ვაქცინის ეფექტურობას, არამედ ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება, სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ ვაქცინის პარალელურად, ეფექტური, ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონებული.“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსული და ჩინური ვაქცინა იმიტომ არ შემოიტანეს, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ, საქართველო კი, მაღალი სტანდარტული გზით წავიდა.

ჩინური ვაქცინის საკითხზე (იანვარში) განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა:

„ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას,“- ამის შესახებ იანვარში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულს (იანვარში) გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძეც:

„რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია და სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- წერს სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძე.

ხოლო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის თქმით, ის თავადაც არ იყო ბოლომდე დარწმუნებული საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრების დაწყების სისწორეში.

აგრეთვე დაინტერესდებით:

„იმიტომ არ შემოიტანეს საქართველოში, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ“ - ცერცვაძე ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე

„არასერიოზულია ჩინური და რუსული ვაქცინის განხილვა მანამ, სანამ ის ავტორიზებული გახდება ნორმალურ ქვეყნებში“ - გეგეჭკორი

„არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში“ - იმნაძე