მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა 43 წლის გარდაიცვალა

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1602597419
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა 43 წლის პაციენტი იყო.

მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილებს ძირითადად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. 2-3 შემთხვევა იყო, როდესაც მხოლოდ კორონავირუსით გარდაიცვალნენ, თანმხლები დაავადების გარეშე.

„მძიმე პაციენტები გარდაგვეცვალა, რომლებიც კლინიკებში იწვნენ და დაემართათ კორონავირუსი. ან, ბინაზე იყვნენ და გაკეთებული ჰქონდათ გულის ოპერაცია, ინფარქტ და ინსულტ გადატანილი.

გარდაცვლილებში ჭარბობს ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი, მძიმე თანმხლები დაავადებებით. ჩვენი დათვლით, 10% არის 65 წლის ასაკს ქვემოთ.

ასევე, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კოვიდი ის დაავადებაა, რომლის დროსაც მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება და მყისიერი რეაგირება თუ არ იქნება, პაციენტი შეიძლება გულის გაჩერებით ან სხვა პათოლოგიით გარდაიცვალოს“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12841 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6867 გამოჯანმრთელებულია, 102 გარდაცვლილი.