მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ყოველდღე გვიკავშირდებიან იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან კონსულტაციებს იღებენ

ინფექციურის დირექტორი 2020
1585509219
COVID-19

"რატომ გვაქვს საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ სხვაგან აუცილებლად უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია? პირდაპირ ვამბობ, არცერთი მოდელი არ ჯობია ჩვენსას", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით წამყვანი ქვეყნები მაგალითს საქართველოსგან იღებენ.

"რატომ მოხდა იტალიაში ის რაც მოხდა? არამარტო იტალია, საფრანგეთი, იგლისი, ესპანეთი, გერმანია. გერმანიის მოდელს, რომ აქებენ, 60 ათასი ინფიცირებულია. რატომ გვაქვს საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ სხვაგან აუცილებლად უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია? პირდაპირ ვაბმბობ, არცერთი მოდელი არ ჯობია ჩვენსას. ჩვენგან იღებენ მაგალითებს ამის შესახებ, ყოველ დღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კოსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, აშშ-დან გვაქვს ჩართვა, სადაც ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები. მყისიერი რეაგირება მოხდა ზუგდიდში. შეიძლება არც იყო საფრანგეთში და იტალიაში ასეთი შემთხვევა და როცა დაფიქსირდა ვირუსი რეაგირება არ ყოფილა და იმიტომ მოხდა. ერთი ავადმყოფი დაფიქსირდა ზუგდიდში, მართალია კონტაქტი არ იყო, მაგრამ განხორციელდა საჭიროზე ოდნავ მეტი ზომები, ეს ძალიან კარგია", - განაცხადა "იმედის" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში 91 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული.