მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: მეორე ტალღა საერთოდ არ იქნება, ან პირველთან შედარებით შემსუბუქდება

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1595963593
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა ან საერთოდ არ იქნება, ან პირველ ტალღასთან შედარებით გაცილებით მსუბუქი იქნება.

„მეორე ტალღა შემოდგომაზე, ან გვიან შემოდგომაზე ან საერთოდ არ იქნება, ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე იყო პირველი ტალღა“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, შემოდგომის მეორე ტალღამდე ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, როდესაც საზღვრები გაიხსნება.

„ერთადერთი გამოცდა, რომელსაც საქართველომ უნდა გაუძლოს და ვნახოთ, გაუძლებს თუ არა, ეს არის საერთაშორისო საზღვრების გახსნა და საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა. ყველა დანარჩენ გამოწვევას და შეზღუდვის მოხსნას ჩვენ უკვე გავუძელით და სისტემა გამოდგა მდგრადი“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.