მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე ოზონოთერაპიაზე: გადაჭარბებულ შეფასებას ნუ მივცემთ

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1588247024
COVID-19

"ნუ მივცემთ გადაჭარბებულ შეფასებას, ნუ ავტეხავთ აჟიოტაჟს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის სამკურნალოდ ოზონოთერაპიის გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ოზონოთერაპიასთან საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭიროა. მისივე თქმით, ოზონოთერაპიას მიმართავენ სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ ეს არ არის ოფიციალურად რეკომენდირებული.

"ოზონოთერაპიასთან ძალიან გთხოვთ უფრო ფრთხილად ვიყოთ. ოზონოთერაპიას მიმართავენ სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ ეს არ არის ოფიციალურად "ეფდიეის" მიერ რეკომენდირებული და მას მთელ რიგ ქვეყნებში მიმართავენ ერთგვარი კვლევისთვის. ერთგვარ ექსპერიმენტებს აწარმოებენ ამ ოზონზე. ეს გამოიყენეს ბათუმში, რამდენიმე ავადმყოფზე და მათი მოწოდებული ინფორმაციით, იყო ეფექტური. კერძოდ, ამ 4 პაციენტიდან 3 ვირუსი გაუქრა მე-7 დღეს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ პაციენტებში ვირუსის გაქრობა იწყება მე-14 დღიდან და ზოგჯერ გრძელდება რამდენიმე კვირა. გთხოვთ, ნუ მივცემთ ამას გადაჭარბებულ შეფასებას, ნუ ავტეხავთ აჟიოტას, ჯერ უნდა შევისწავლოთ ეს შედეგები. ისინი გამოგვიგზავიან 4 ადამიანზე ჩატარებული მკურნალობის შედეგებს, ჩვენ შევისწავლით იყო თუ არა მართლა ასეთი ეფექტი, ხომ არ იყო რაიმე გვერდითი მოვლენები და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება გაგრძელდეს ამ მეთოდის კვლევა თუ არა", - განაცხადა ცერცვაძემ.