მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე რევაზ ბოჭორიშვილს: „რეგვენები“, ჯობს, თქვენკენ მოიკითხოთ

ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1591385178
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე  ჯანმო-ს გადაწყვეტილებას „Solidarity” კვლევაში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) დაბრუნებას ეხმაურება.

ცერცვაძე მის მიერ გავრცელებული განცხადების ერთ-ერთი ნაწილით ექიმ რევაზ ბოჭორიშვილს პასუხობს. ინფექციონისტს კოვიდ 19-თან ბრძოლაში საფრანგეთისა და საქართველოს შედეგების სტატისტიკა მოჰყავს და მედკოსს უსაბუთებს, რომ საქართველოში ვითარება გაცილებით უკეთესია.

„მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“. ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“, - აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.