COVID-19

ცერცვაძე: შესაძლოა დადგეს მომენტი და საწოლების რაოდენობა აღარ გვეყოს 

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
19:52 ორშ. 19 ოქტომბერი
დაკოპირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში 6 000-ზე მეტი საწოლია.

მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ის რაოდენობა დაფიქსირდეს, რომ საწოლები საკმარისი არ იყოს.

თუმცა, როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რადგან ქვეყანაში ასეთი სიტუაცია არ შეიქმნას.

„საქართველოში მთლიანად, საჭიროების შემთხვევაში რეალური რესურსი - ეს არის 6 000 საწოლზე მეტი.

როდესაც ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რა თქმა უნდა, არის რისკები. შესაძლოა, დადგეს ისეთი მომენტი, ანუ გვყავდეს ახალი ავადმყოფების ის რაოდენობა, რომელსაც ქვეყნის ეს ძალიან დიდი საწოლფონდი და სერიოზული რესურსების მქონე კლინიკური სექტორი ვეღარ აუვა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს დავუშვათ. ეპიდემიოლოგები სრული დატვირთვით მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ წერტილოვანი ჩარევებისთვის.

მაგრამ ასეთი პერიოდები იდგა და დგას ევროპაში. ინგლისში 44 ათასი კაცი მოუკვდათ, მათგან 4 ათასი ბინაზე, რადგან საწოლები საკმარისი რაოდენობით არ იყო და ვერ ახდენდნენ მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზებას“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8338 გამოჯანმრთელებულია, 143 გარდაცვლილი.

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
12:22
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 2021 წელს, დაბა ქედაში, ახალგაზრდების ინიციტივით -...
14 წუთის წინ
ალიევის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანულმა ჯარმა დაიკავა ჯებრა...
14 წუთის წინ
როგორც ლიბერთი ბანკში აცხადებენ, ლიბერთიმ მთელი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზ...
23 წუთის წინ
მისი თქმით, ტესტირება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. „ტესტის გაკეთება ყველა ადამიანს...
23 წუთის წინ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები ფინანსდება

ლანჩხუთში ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკები...

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს. მათივე ინფოემაც...
32 წუთის წინ
„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრი გარდ...
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მის ოჯახზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალ...
12:52
ბერდია სიჭინავა: შექმნილია სპეციალური სა...
მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე, ყველანაირი წი...
აკაკი საღირაშვილი: ჩვენი მიზანია, ციფრულ...
მათივე ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევ...